"რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა" - პრეზიდენტი
"იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, ეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა"- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სახელმწიფო აგარაკისა და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის ფაქტს.
პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, ეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.