როგორ უნდა დასრულდეს პოლარიზაცია ქვეყანაში - ოპოზიციისა და მესამე სექტორის შეხვედრას "ოცნება" არ ესწრება

26.07.22 13:46
როგორ უნდა დასრულდეს პოლარიზაცია ქვეყანაში - ოპოზიციისა და მესამე სექტორის შეხვედრას "ოცნება" არ ესწრება

როგორ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში დაუსრულებელი ბრძოლა წესების გარეშე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის? ამ საკითხზე უკვე ორი საათია, ოპოზიციის ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ. 

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პოლარიზაციის დასრულება არ აწყობს ,,ოცნებას", რადგან ამ ქმედებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

წინააღმდეგ შემთხვევეში შარლ მიშელის დოკუმენტს არ გადახევდნენ და რეფორმებს გაატარებდნენ- მიიჩნევენ ოპოზიციაში.

ჩვენ ყველა ვხედავთ იმას, რომ ,,ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს არ გადახევდნენ და გაატარებდნენ იმ რეფორმებს, რომელიც ასე სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. 

ფაქტია, სამოქალაქო საზოგადოება, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები უფრო ხშირად უნდა ხვდებოდნენე ერთმანეთს, რათა მკაფიო პოზიციები ჩამოაყლიბონ - განაცხადა ,,ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. 

ოპოზიციისა და არასამთავრო ორგანიზაციების ფორუმზე, რომლის ინიციატორია ,,სტარატეგია აღმაშენებელი", მიწვეული იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თუმცა, ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, მმართველმა პარტიას დისკუსიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები