გამუდმებით გვითვალთვალებენ, ინტერნეტზე წვდომა შეგვიზღუდეს - გოგაშვილის ოჯახი

26.07.22 13:10
გამუდმებით გვითვალთვალებენ, ინტერნეტზე წვდომა შეგვიზღუდეს - გოგაშვილის ოჯახი

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, შვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს და ამბობენ, რომ ოჯახს ინტერნეტთან წვდომა შეუზღუდეს. 

ამასთან, ნინი გოგაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მათთვის უცნობი ადამიანები მუდმივად უთვალთვალებენ. 

დღეს ჩემს სახლში დაახლოებით ათი ადამიანი იმყოფებოდა, ვერავინ ვახერხებდით wf-ს ან მობულური ინტერნეტის გამოყენებას. ალბათ, აპირებენ მორიგ ძალადობრივ ქმედებას და არ სურთ, მათი ძალადობა ლაივრეჟიმში გავრცელდეს სოციალურ ქსელში. 

ჩვენი საცხოვრებელი სახლის პერიმეტრზე შემჩნეული გვყავს სხვადასხვა მარკის ავტომობილები, რომლებიც მუდმივად დგანან აქ და თუ გადაადგილებას გადავწყვეტთ, მოგვყვებიან. ყველანაირად ცდილობენ, გაგვაკონტროლონ, მოგვისმინონ სახლში და მანქანებში"- თქვა გოგაშვილის შვილმა. 

მსგავსი სიახლეები