"მდუმარე დეპუტატები" - პარლამენტის 21 წევრს მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის საქმიანობის ანგარიში - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საკანონმდებბლო ორგანოს საქმიანობის პირველ წელს, სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 21 წევრს არ უსარგებლია.
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა
- სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია: სამველ მანუკიანი, ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე; ხოლო 11 ოპოზიციის: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, , რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);
- საანგარიშო პერიოდში არც სიტყვით გამოსვლის და არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 12 წევრს, აქედან 1 უმრავლესობის წევრია: სუმბატ კიურეღიანი, ხოლო 11 ოპოზიციონერია: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი , კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);
- საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე დაიხარჯა 766 860 ლარი;
- პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა 1 105 617 ლარი.
საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა სრულად