მხარდაჭერა პატრიოტ და უნიჭიერეს ირაკლი კობახიძეს - სამგორის მაგინებელი გამგებელი
სამგორის მაგინებელი გამგებელი, კახა სამხარაძე, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ "ირაკლი კობახიძეს მოღალატეები ებრძვიან".
ჩემი მხარდაჭერა პატრიოტ და უნიჭიერეს ახალგაზრდას, ირაკლი კობახიძეს. ვადასტურებ, მის მიმართ უზარმაზარ პატივისცემას და გვერდში დგომას! ზუსტად იმიტომ ებრძვიან მოღალატეები, რომ გრძნობენ მის ღირსეულობას და სიძლიერეს, მაგრამ შანსი 0% - წერს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე.
სამგორის გამგებელი საზოგადოების ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შეკრებილ პროევროპული აქციის მონაწილეებს ,,სირები" უწოდა.