რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინოთ და მე ჩუმად ვიყო? - კალაძე კობახიძეს ამართლებს

26.07.22 14:45
რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინოთ და მე ჩუმად ვიყო? - კალაძე კობახიძეს ამართლებს

თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე - თბილისის მერი ირაკლი კობახიძის გამართლებას ცდილობს და ამბობს, რომ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.

კახა კალაძის თქმით, თმენის ვალდებულება არ გულისხმობს იმას, რომ ვინმემ გაგინოს და შენ ჩუმად იდგე.

შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. თუ ფიქრობთ, რომ ცალმხრივი იყოს ეს ყველაფერი, თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია. არც ის არ არის სწორი, რომ მიზანმიმართულად ნერგავთ იმას, რომ თმენის ვალდებულება... რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინოთ და მე ჩუმად ვიყო, გიყურო, რა ლამაზად და კარგად მაგინებ? ეს არის სწორი მიდგომა?!”- ამბობს კალაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

ირაკლი კობახიძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტებმა  ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც "ოცნების" თავმჯდომარის მამის საქმიანობას უკავშირდებოდა. 

"სახე მოიწმინდე", "სამარცხვინო", "ქალი არ ხარ" "კაკებეშნიკი მამაშენია", - იმეორებდა წყობიდან გამოსული "ოცნების" თავმჯდომარე. 

მსგავსი სიახლეები