პარტიის დაფინანსების შეწყვეტა - საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ ,,ლეიბორისტულ პარტიის" სარჩელის განხილვა იწყება
პარტიის დაფინანსების შეწყვეტა და ამ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული სამართლიანი დავა, რომელიც ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება - ,,ლეიბორისტული პარტია" საგანგებო განცხადებას აკეთებს.
პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, განცხადებით, ივანიშვილმა და მისმა გუნდა ყველაფერი გააკეთეს, რომ ,,ლეიბორისტულ პარტიას" არსებობა შეეწყვიტა, თუმცა, ისტორიის ჩარხი უკუღმა დატრიალდა და დღეს ოლიგარქი თავად არის სანქცირებული.
შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს კანონით და არა ოლიგარქის მითითებებით.
ხვალ სასამართლოში იწყება მსჯელობა ,,ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტრის მიერ მიღებული ანტიკონსტიტუციური დადგენილების კანონიერებაზე.
მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, მკაცრ კონტროლზე აიყვანოს მთლიანად პროცესის მიმდინარეობა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვ, იხელმძღვანელონ მხოლოდ კანონით და არა უკვე გაკოტრებული, სანქცირებული ოლიგარქის მითითებებით.
როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში გერმანული ფაშიზმის შემდეგ პირველად მოხდა, რომ აკრძალეს პარტიის მუშაობა ჩვენი პარტიის სახით, ეს კი მოხდა ივანიშვილის პირდაპირი განკარგულებით ამა წლის 15 თებერვალს, რის შედეგადაც ჩვენ წაგვერთვა საპარლამენტო პარტიის სტატუსი, წაგვერთვა კომისიიის წევრები 3800 უბანში, რეკლამის უფლება და ყველაფერი, რაც მსოფლიოში პარტიას ელემენტარულად უნდა გააჩნდეს.
ეს ყველაფერი ივანიშვილმა იმ იმედით გააკეთა, რომ იქნებოდა მუდმივი მბრძანებელი ჩვენი ხალხისა. მაგრამ ვერ გათვალა, რომ წუთისოფელი ძალიან მოკლეა, მათ შორის, ასეთი სულწასული, მედოლარე პოლიტიკოსებისთვის. ჩარხი უკუღმა დატრიალდა, ივანიშვილი დღეს უკვე ნახევრად სანქცირებულია. პატარა ხელის წაკვრა უნდა, რომ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში მოხვდეს თავის გუნდიანად.
,,ლეიბორისტულ პარტიას" კი ხალხის გულებიდან ვერავინ წაშლის. მაგრამ დღეს მთავარია, სასამართლომ მთელი მსოფლიოს დასანახად ეს უდიდესი უკანონობა გააუქმოს. - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.