პაპუაშვილის დეგნანის განცხადებებით დაინტერესებას საგარეოს სთხოვს

26.07.22 15:39
პაპუაშვილის დეგნანის განცხადებებით დაინტერესებას საგარეოს სთხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის ელჩის წინააღმდეგ რეაგირებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს.

შალვა პაპუაშვილი ამერიკის ელჩს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ბრალდებებზე პასუხს სთხოვს. პაპუაშვილისთვის გაუგებრია ისიც, რატომ არ პასუხობს "ოცნების" რადიკალთა ტრიოს კელი დეგნანი ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე რეაგირებას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს.

მე პირადად მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუკი საჭიროა რაღაც განმარტებების გაკეთება მოსამართლის მიმართ პირადად თუ საჯაროდ, გამონახონ ფორმა და ეს განმარტებები გააკეთონ.

ასევე მაქვს მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება ამ საკითხით, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს მოსამართლეს და მნიშვნელოვანია, აქ რამე ბუნდოვანება და კითხვის ნიშანები არ დარჩეს. ეს აშშ-თან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- 

მსგავსი სიახლეები