სუსტი კაცის პოზიცია - ხაზარაძე კობახიძეზე
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს აფასებს და ამბობს, რომ ძალიან საშიში ტენდენცია ჩამოყალიბდა.
ხელწერა საზოგადოებისთვის კარგად არის უკვე ცნობილი, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აგრესიული ხდება. ისინი ყველაფერს იმას, რაც ძალადობას ეხება და მათ ეხებათ თარგმნიან, რომ არსებობს რაღაც ზღვარი, არსებობს თმენის ვალდებულების ზღვარიც არსებობს თურმე პოლიტიკაში, შესაბამისად, ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. მე ვგმობ ამ პოზიციას. ეს არის სუსტი კაცის პოზიცია, როცა პირდაპირ ეთერში და თუნდაც არაპირდაპირ ეთერში, ძალადობ ახალგაზრდა ჟურნალისტზე, რა კითხვაც არ უნდა დასვას მან"- აცხადებს ხაზარაძე.