ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება - პარლამენტში უმრავლესობის მიერ შექმნილი კომისიის მუშაობა დასრულდა

26.07.22 17:32
ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება - პარლამენტში უმრავლესობის მიერ შექმნილი კომისიის მუშაობა დასრულდა

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული კომისიის სხდომა დასრულდა, რომელიც ევროკავშირის 12 პუნტის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს და რომელსაც ყველა მსხვილი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია უნდობლობას უცხადებს.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას საბოტაჟში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კომისიის მუშაობის ბოკოტირებით ოპოზიცია პროცესის ხელის შეშლას  ცდილობს. 

,,ენმ"-მ, ,,სტრატეგია აღმაშენებელმა" და ,,ლელომ", რომლებმაც კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობენ, საბოტაჟი გამოუცხადეს  ქვეყნის ევროპულ მომავალს -  აცხადებენ მმართველ პარტიაში.

ოპოზიციის ნაწილი, ,,ნაცმოძრაობა", მათი სატელიტები, იქნება ეს ,,ლელო" თუ ,,სტრატეგია აღმაშენებელი", ირჩევენ რადიკალიზაციის გზას. ისინი უარს ამბობენ ჩვენი მოქალაქეების  მიერ გაცხადებულ პერსპექტივაზე ევროპისკენ. ისინი პრაქტიკულად საბოტაჟს უცხადებენ ჩვენი მოქალაქეების სწრაფვას ევროპისკენ, არ შემოდიან იმ პროცესში, სადაც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ერთად ვიმუშავოთ - განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები