არჩევნების გაყალბების საქმე - პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ მყარ დისკზე მოთავსებული მტკიცებულებების გახსნა ვერ მოახერხეს
ე.წ. გაყალბებული არჩევნების საქმე - პროკურატურა თავის მართლების რეჟიმშია. პროკურატურარში დღეს მისულ არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს უთხრეს, რომ გამოძიების დაწყებას სურთ, თუმცა ვერ იწყებენ, რადგან მყარ დისკზე მოთავსებული მტკიცებულებების გახსნა და გაშიფვრა ვერ მოახერხეს.
სრულყოფილად მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც გვქონდა. მოლოდინი შემექმნა, რომ გამოძიებას დაიწყებენ. ბუნებრივია, რამდენჯერაც იქნება საჭირო პროკურატურაში მოსვლა, იმდენჯერ მოვალ.
საინტერესო იყო ის, რომ გაუგებარი მიზეზის გამო რატომღაც ჩვენს მიერ მიწოდებული მასალები ვერ გახსნეს, ვერ წაიკითხეს. ამას კიდევ ერთხელ მივაწვდით"- განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა.