24 წლის ქრისტინე თალაკანძე ოკუპანტების ტყვეობაში - "ოცნება" არგაღიზიანების პოლიტიკას ინარჩუნებს
ოკუპანტების ტყვე განჩენის მოლოდინშია - საოკუპაციო რეჟიმის მძევალი, 24 წლის ქრისტინა თაკალანძეს წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. ის ბრალის წარდგენას ელოდება.
ამ ფონზე კი ხელისუფლება ამბობს, რომ "საკითხით აჟიტირება კარგს არაფერს მოგვიტანს".
ჩვენთვის მთავარი არ არის ხელოვნური აჟიოტაჟი, ჩვენთვის მთავარი არის ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის, რომ ასეთი შელახული უფლებები იყოს გამოსწორებული და მოყვანილი იყოს იმ რეალობაში, რომ ადამიანები გათვაისუფლდნენ, - თქვა ღუდუშაურმა.
აფხაზთა კრების თავმდჯომარე მალხაზ პატარაია ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ "ოცნების" დუმილის პოზიცია მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.
შეგახსენებთ, რომ გალში ოკუპანტებმა მძევლად 24 წლის გოგო აიყვანეს. ქრისტინე თაკალანძის დატყვევების უმძიმეს ვიდეომასალას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს. საქართველოს მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმი შპიონაჟში ადანაშაულებს.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფორმაციას მოიპოვებდა და ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა.
მცირეწლოვანი შვილის დედა გალში მშობლებთან იმყოფებოდა, რა დროსაც მის საცხოვრებელ სახლში სპეცრაზმის შევრდა, ოჯახი ააწიოკა და ქალი იზოლატორში წაიყვანა. უკვე მეორე დღეა, საქართველოს მოქალაქის მძველად აყვანას საქართველოს ხელისუფლება დუმილით ხვდება.
პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ რაიმე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება დაავალა ვიღაცამ ამ გოგონას და ეს გოგონა სწორედ იმიტომ ჩავიდა აფხაზეთში, რომ ასეთი საიდუმლო მონაცემები შეეგროვებინა. ფაქტობრივად, საკმარისია, რომ ვთქვათ, სელფი გადაიღო სადღაც და ჩათვალონ, რომ ეს არის რაღაც სადაზვრევო მონაცემი და ნიშნავს ჯაშუშობას. საქართველოს ხელისუფლებას პოზიცია არ აქვს, უფრო სწორად, აქვს დუმილის პოზიცია, რომელსაც, ამ შემთხვევაში, აწყპობს მხოლოდ აგრესორსა და ოკუპანტს, - ამბობს პატარაია.
არსამთავრობო სექტორი ხელისუფლებას რეაგირებას ითხოვს, რადგან ახლაზგრდა ქალი უკიდურეს საფრთხეშია. მათი თქმით, გამორიცხული არ არის, ქრისტინე თალაკანძეზე ბრალის აღიარების მოთხოვნით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადონ.