შესაძლოა, ივანიშვილმა მოითხოვოს გოგაშვილის მკვლელობა - აფგან მუხთარლი სუსი-ს ექსმაღალჩინოსნის დაკითხვას ითხოვს

26.07.22 20:25
შესაძლოა, ივანიშვილმა მოითხოვოს გოგაშვილის მკვლელობა  - აფგან მუხთარლი სუსი-ს ექსმაღალჩინოსნის დაკითხვას ითხოვს

ახალი გარემოებები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გატაცების საქმეში - მას შემდეგ, რაც უშიშროების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჯამად პატიმრობაში მყოფმა, სოსო გოგაშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც შსს მინისტრი უკანონო დავალებების შესრულებაში ამხილა, აფგან მუხთარლის ადვოკატებმა ციხეში გოგაშვილის დაკითხვა მოითხოვეს.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან ინტერვიუ ,,ტვ პირველმა ჩაწერა, სადაც აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მის გატაცებაში სუს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა 3 მილიონი დოლარი აიღო.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ივანიშვილის დავალებით მომიტაცეს. მისი ნებართვის გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა. მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ჩემი გატაცებისთვის მაშინდელმა უშიშროების უფროსმა აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან 3 მილიონი დოლარის ქრთამი მიიღო. ადამიანი, რომელიც ახლა ახალ გარემოებებზე ალაპარაკდა, ახალი მოწმეა. მან პროკურატურას ჩემს საქმეზე ჩვენება უნდა მისცეს. ამას ჩემი ადვოკატი ხვალვე მოითხოვს. 

უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს ადამიანი-გოგაშვილი- არ მოკლან ციხეში. შესაძლოა, ივანიშვილმა მისი მკვლელობა დაუკვეთოს, რადგან ამ ადამიანმა ბევრი რამ იცის ჩემს საქმეზეც და სხვა დანაშაულზეც. - განუცხადა ,,ტვ პირველს" მუხთარლიმ.

სუსი-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა, დღეს განაცხადა, რომ შსს მინსიტრი, ვახტანგ გომელაური, ასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებებს, მათ შორის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გატაცების საქმეცაა. 

მსგავსი სიახლეები