გომელაურმა საკუთარი ქალიშვილის საქმრო გაატაცებინა და აწამებინა - გოგაშვილის სკანდალური განცხადება

26.07.22 21:00
გომელაურმა საკუთარი ქალიშვილის საქმრო გაატაცებინა და აწამებინა - გოგაშვილის სკანდალური განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს -  სოსო გოგაშვილის მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომალაურმა  საკუთარი ქალიშვილის საქმრო, ეთნიკურად ქურთი, გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გააძევა. 

ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი  ამოიანი თუ  შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა"- წერს გოგაშვილი.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე შს მინისტრის ყოფილ მოადგილის, გელა ხვედელიძის ცემის ფაქტს იხსენებს.

გოგაშვილი ახსენებს მუხთარლის საქმეს და აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მუხთალი სუსის ზონდერებმა გაიტაცეს", კადრები კი ოტომ წაშალა.

მსგავსი სიახლეები