კელი დეგნანს 21 მარტს შევხვდი - ბიძინა ივანიშვილი
ბიძნა ივანიშვილი ადასტურებს, რომ 21 მარტს მასსა და აშშ-ს ელჩს შორის შეხვედრა ნადმვილად შედგა. ოლიგარქის თქმით, შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა.
რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, - წერს ბიძნა ივანიშვილი.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი კულისიდან გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილი საჯარო წერილს ავრცელებს, სადაც საქართველოს ომში ჩათრევის საშიშროებაზე აპელირებს. მისი თქმით, საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებსაც ამის მიღწევა სურთ.
ყოფილი პრემიერი ასევე, ყურადღებას მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის არსებულ პრობლემაზე ამახვილებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მის პირად პრობლემად რჩება.