ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობაა - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძნა ივანიშვილის წერილმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქვეყნის მტავარი გამოწვევა ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობაა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ყველა გზავნილის უკან სწორედ ოლიგაქრი დგას.
ეს წერილი ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ არის დადასტურება სწორედ იმის, რომ ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობა დღეს არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და ეს ფაქტობრივადმ დაადასტურა თავად ივანიშვილმა. რატომ გადაწყვიტა მან ამ წერილის გამოქვყნება, ვერ გეტყვით. როგორც ჩანს, ის არის საკაოდ შეშფოთებული დღეს საკუთარი მდგომარეობით . ყველა გზავნილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აჟღერებს, ყოველთვის იდგა და დრესად დგას ბიძინა ივანიშვილი. ჩვენს ქვეყანას არ აქვს არანაირი შანსი თუ არ მოხდა პოლიტიკური გადატვირთვა, - თქვა სამადაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი კულისიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ მან საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.