ომის რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა - ხათუნა სამნიძე
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძე ბიძნა ივანიშვილის წერილს აფასებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" რიტორიკა საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით, სწორედ ოლიგაქრის დაკვეთაა.
სამნიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ახლა მხოლოდ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის დაცვა სურს.
ომის რიტორიკა ბიძინას დაკვეთაა, ეს არის მისი დაკვეთა, როცა ამდენი ხანია „ქართული ოცნება“ ომზე საუბრობს. მიიღო ამაზე კონკრეტული პასუხები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა ამ წერილის მთავარი პათოსი, მთავარი მიმართულება არის ვაჭრობა და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის დაცვა. ეს არის ბიძინა ივანიშვილი მიზანი და ამისთვის ის არა მხოლოდ თავს დაესხმევა ელჩს ან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ის გაყიდის ქვეყნის ინტერესებს , - ამბობს ხათუნა სამნიძე.
ბიძინა ივანიშვილი კულისიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ მან საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.