ბატონი ივანიშვილი ამ ქვეყნის გულშემატკივარია - "ოცნების" მესიჯბოქსი
ოლიგარქის მიერ საჯარო წერილის გამოქვენების შემდეგ "ქართული ოცნება" ისევ ივანიშვილს იცავს. მმართველი პარტიის წევრი, ალუდა ღუდუშაური, ამბობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან გაწეულია, თუმცა ქვეყნის გულშემატკივრად რჩება.
ამასთან, ღუდუშაური ივანიშვილის გზავნილს იმეორებს და ამბობს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.
ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის გულშემატკივარი , არის პოლიტიკიდან გაწეული, ცხადია, თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად. იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები და ეს ინტერესები არ დაზიანდეს, ამიტომ მიმაჩნია სწორად, რომ ელჩმა გააკეთოს ამ ყველაფერზე ამომწურავი და მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. სრულიად ნათელია და ხელის გულზე დევს ის, რომ ძალიან ბევრს და როგორც ჩანს, მძლავრ ძალებს სურთ ჩვენი ქვეყნის ამ საომარ მოქმედებებში ჩართვა, - თქვა ღუდუშაურმა.
ბიძინა ივანიშვილი კულისიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ მან საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.