მამაჩემის სიცოცხლე საფრთხეშია, პასუხისმგებლობა ივანიშვილს დაეკისრება - გოგაშვილის შვილი
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, ოჯახი შიშობს, რომ პატიმრის სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. ნინი გოგაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის რამე დაემართება, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება:
საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც ბოლოს გავრცელდა. სხვადასხვა შეცდომებსა და დარღვევებზე საუბრობს მამაჩემი. ალბათ, ამ საკითხით გამოძიებაც დაინტერესდება.
ამ ეტაპზე, რაზეც ოჯახი ვფიქრობთ, მამაჩემის უსაფრთხოებაა, ვფიქრობთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, დაეკისრება"- აცხადებს ნინი გოგაშვილი.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომალაურმა "ყველაფერს მოაწერა ხელი".
მან ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ მისი შვილი ჩემი 4 წლის ძმისშვილის ნათლიაა, რომელიც 14 საათი ჩაკეტილი ჰყავდათ. მათ არავინ აინტერესებთ, მათ შორის არც ბავშვი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ, გააგრძელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომ შური იძიონ მამაჩემზე"- აღნიშნავს გოგაშვილი.