"ივანიშვილმა რეალობა თქვა" - კალაძე ოლიგარქის წერილზე
ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიერ საჯარო წერილის გამოქვეყნების შემდეგ "ქართული ოცნება" ისევ ირწმუნება, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ივანიშვილის გზავნილს იმეორებს და ამტკიცებს, რომ ნადმვილად იყვნენ პარტიები და არასამთავრობოები, რომლებსაც ქვეყნის ომში ჩართვა სურდათ.
კალაძე ასევე, ამბობს, რომ ივანიშვილის და კელი დეგნანის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დატოვა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული“ საქართველოს“ თავმჯდომარეობა. ის აღარ არის პოლიტიკაში, ასე რომ, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. უბრალოდ თქვა ადამიანმა, თუ რა მოხდა რეალობაში. იყო მოთხოვნა და განცხადებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას გაეგო, იყო ეს შეხვედრა, თუ არ იყო, რას ეხებოდა.
ჩვენ ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, - ამბობს კალაძე.
ბიძინა ივანიშვილი კულისიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ მან საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.