წერილი მიუთითებს, თუ როგორი პატრიოტია - თალაკვაძე ივანიშვილზე
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, კვლავ ბიძინა ივანიშვილს იცავს და ამბობს, რომ ოლიგარქმა საჯარო წერილით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უპასუხა.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, ივანიშვილის და კელი დეგნანის შეხვედრის შესახებ ოლიგარქის წერილიდან შეიტყო.
ამ წერილში ორი მნიშვნელოვანი მომენტია. პირველი - ეს გახლავთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმ კითხვებზე პასუხები, რომლებიც ბოლო პერიოდში არაერთხელ დაისვა. ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და თუ როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის გამჭვირვალედ და ძალიან პირდაპირ ამბობს სიმართლეს, ეს ყოველთვის მისი ხელწერა იყო, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როცა პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა იგივე რჩება. საზოგადოება დღეს უკვე ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი. ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ ისე იმართება, როგორი კონცეფციაც ,,ქართულმა ოცნებამ" დაამკვიდრა"- განაცახადა თალაკვაძემ.
ბიძინა ივანიშვილი კულისიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ მან საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა