ივანიშვილი კუთხეშია მიმწყვდეული - დეკანოიძე

27.07.22 13:26
ივანიშვილი კუთხეშია მიმწყვდეული - დეკანოიძე

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კუთხეშია მიმწყვდეული. მისი თქმით, ოლიგარქს სანქციების ეშინია და საჯარო წერილიც  სწორედ ამიტომ გამოაქვეყნა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ომის რიტორიკა ივანიშვილის ტვინში მოიხარშა და ის საკუთარი კაპიტალის და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. 

ბიძინა ივანიშვილი რიტორიკა იყო და გზავნილი, მის ტვინში მოხარშული გზავნილი იყო ომის რიტორიკა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი ფინანსური კაპიტალი და ძალაუფლება. მას სხვა ინტერესი, ამ შემთხვევაში, არ გააჩნია. იგი არის კუთხეში მიმწყვდეული. მან არ იცის ახლა როგორი სტრატეგია აირჩიოს, იმიტომ, რომ იქ ბოლოს ამბობს, რომ მოდი, დავალაგოთ ურთიერთობები აშშ-თან და ევროკავშირთან, იმიტომ, რომ სანქციები მისთის არის ძალიან სერიოზული შიშის ფაქტორი. იგი არის არაფორმალური მმართველი, რომლის გარეშეც სიტყვის წარმოთქმას ვერ ბედავს "ქართული ოცნების" ვერცერთი წარმომადგენელი, - თქვა დეკანოიძემ. 

ბიძინა ივანიშვილი კულისიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ მან საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა  

მსგავსი სიახლეები