,,ოცნების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნატო ჩხეიძე მივიდა

27.07.22 13:36
,,ოცნების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნატო ჩხეიძე მივიდა

,,ქართული ოცნების" სამუშო  ჯგუფის შეხვედრაზე ოპოზიზიის  წევრი, (ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) ნატო ჩხეიძე მივიდა. ოპოზიციონერი დეპუტატი გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს  ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად მმართველი პარტიის ეგიდით შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელსაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა.

დილიდან პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტზე მხოლოდ ივანიშვილის პარტიის წევრები არიან, თუმცა ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ მან ისარგებლა გარკვეული ავტონომიის უფლებით, რომელიც დეპუტატს გააჩნია.

მე არ გამოვედი ამ სამუშაო ჯგუფიდან. მე გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა ჯერ კიდევ არ იყო მკვეთრი განცხადება. ამიტომ მე გავაგრძელე მუშაობა.  გარკვეული ავტონომია ყველა დეპუტატს გააჩნია, შესაბამისად, მეც ამ ავტონომიით ვისარგებლე ფრაქციის ფარგლებში. - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მსგავსი სიახლეები