ყურადღების გადატანის მცდელობა - მესამე სექტორი ივანიშვილის ახალ წერილზე
ივანიშვილს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს- ასეთია მესამე სექტორის შეფასება ოლიგარქის ახალ წერილზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ ომის რიტორიკა ივანიშვილის მიერ შემოგდებული თემაა და მიზნად ქართველი ხალხის დასინებას ისახავს.
მას სურს, რომ ჩვენ ყურადღება გადავიტანოთ მნიშვნელოვანი საკითხიდან, რაც არის ევროკავშირის სტატუსი იმაზე, თუ ვიღაცას რაღაც სურს, რას აბსოლუტური ტყუილია.
ომთან დაკავშირებული საკითხები ემსახურება ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას - აცხადებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.
საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა ჯერ კიდევ აქტუალურია - ბიძინა ივანიშვილმა ახალი წერილი გამოაქვეყნა.