ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრა - ყაველაშვილის მტკიცებით, აშშ-ის ელჩი ოლიგარქს მეორე ფრონტის გახსნას აიძულებდა

27.07.22 15:11
ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრა - ყაველაშვილის მტკიცებით, აშშ-ის ელჩი ოლიგარქს მეორე ფრონტის გახსნას აიძულებდა

ხელისუფლებამ ასპარეზე ე.წ ტრიოს ერთ-ერთი ლიდერი გამოიყვანა. "ოცნებიდან" ფორმალურად წასული მიხეილ ყაველაშვილის ირწმუნება, რომ კელი დეგნანი ივანიშვილს იმიტომ შეხვდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიზნით მასზე ზეწოლა მოეხდინა. ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი ლოგიკური მოსაზრებებაა.

რაზე შეიძლება ესაუბრათ ახლა ბიძინა ივანიშვილს და კელი დეგნანს? არსებობდა თუ არა, რომ საქართველო მართლა ომში ჩართულიყო? ეს კითხვა თქვენ არ გაწუხებთ? შეიძლებოდა თუ არა ეს სურვილი ყოფილიყო, ან რის ხარჯზე შეიძლება ყოფილიყო? ეს კითხვები ხომ არსებობს? ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია. რაზეც ვავითარებ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო, მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და ამაზე იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ამ ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ საჭიროდ, რომ "აი, რადგან ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება, - თქვა ყაველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები