ხმაური პარლამენტში - საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ
საკანონმდებლო ორგანოში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს, უსმენენ. სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. ჩხუბი დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ კითხვები საქართველოდან საეჭვო ტრანზაქციებზე დასვა.
ეროვნული ბანკის დირექტორმა არ უპასუხა კითხვას, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ,,ვითიბი" ბანკთან დაკაშირებით და მიყიდის თუ არა საფინანსო ორგანიზაციას რუსი ოლიგარქის, ევტუშნკოვისა და ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარს, დავით ხიდაშელს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.