ივანიშვილი საქართველოს ევროპული მომავლით ვაჭრობს- გიორგი გახარია
ბიძინა ივანშვლს გიორგი გახარია საკუთარი ქვეყნით ვაჭრობაში ადანაშაულებს. განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე "ტვიტერზე" ავრცელებს:
ივანიშვილის წერილი არის მორიგი დადასტურება, რომ სწორედ ის არის მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და ვაჭრობს საქართველოს ევროპული მომავლით პირადი ინტერესების გამო. ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი და გაანადგუროს საკუთარი კეთილისმსურველობის მითი, დატოვოს საქართველო იზოლაციაში და სრულიად მარტო საოკუპაციო ძალის პირისპირ"- წერს გახარია.