ივანიშვილმა ყველაფერს ფარდა ახადა - ხუნდაძე

27.07.22 16:44
ივანიშვილმა ყველაფერს ფარდა ახადა - ხუნდაძე

ივანიშვილის ტრიოს წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საჯარო წერილით ოლიგარქმა ყველაფერს ფარდა ახადა. მისი მტკიცებით, წერილიდან, ფაქტობრივად, დეგნანის და ივანიშვილის შეხვედრის შინაარსი იკითხება. 

ხუნდაძის თქმით, საჭიროა საზოგადოება სწორი ინფორმაციი აღიჭურვოს, რათა სხვისი შეიარაღების მსხვერპლი არ გახდეს. 

ამ წერილმა ფარდა ახადა ყველაფერს, არა მხოლოდ იმას, შედგა თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის, არამედ პრაქტიკულად ამ წერილის შინაარსში იკითხება, თუ რაზე იყო იმ შეხვედრაზე საუბარი. აქ ჩნდება დამატებით კიდევ ერთი კითხვა: თუკი ბატონი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდებოდა იმას, რომ ქვეყანა მაღალ რისკებზე გასულიყო, ანუ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, მაშინ ბატონი ბიძინა აღარ იქნებოდა ოლიგარქი? 

შეხვედრის ხანგრძლივობაც მიანიშნებს იმას, რომ ეს შეხვედრა, მისი შინაარსი და საუბარი არ იყო მარტივი. ესეც, რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ იყო ქვეყნის მთავარ საკითხზე, იმ დროისათვის საუბარი, რომელიც ახლაც აქტუალურია, როგორც ბატონი ბიძინა გვეუბნება და ჩვენც პროცესები მიგვანიშნებს სწორედ ამაზე, რომ ომის საფრთხეები შემცირებულია, მაგრამ ის ბოლომდე არ არის ამოწურული. ამიტომ საზოგადოების მობილიზება საჭიროა, მისი შეიარაღება სწორი ინფორმაციებით, რომ ის სხვა შეიარაღების მსხვერპლი არ გახდეს, - აცხადებს ხუნდაძე. 

ბიძინა ივანიშვილი კულისიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ მან საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.    

მსგავსი სიახლეები