რა ვითარებაში შეიქმნა ივანიშვილის პოლიტიკური ეპისტოლე - ოლიგარქის ადვოკატის პირველი განმარტება

27.07.22 17:18
რა ვითარებაში შეიქმნა ივანიშვილის პოლიტიკური ეპისტოლე - ოლიგარქის ადვოკატის პირველი განმარტება

რა ვითარებაში შეიქმნა ივანიშვილის პოლიტიკური გზავნილი - "პირველები" ოლიგარქის ადვოკატს ესაუბრა. ირკვევა, რომ წერილი ივანიშვილმა შეკვეთილში დაწერა, შემდეგ  ის ადვოკატს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა და სასწრაფოდ გავრცელება სთხოვა.

ვიქტორ ყიფიანი ასევე, ამბობს, რომ წერილი ივანიშვილმა თავად დაწერა და ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. 

როცა გათენდა დილა, ჩავედი "გარაჟში", დავქოქე მანქანა, მოვედი, მივიღე წერილი, გამოვაქვეყნე ჩვეულებრივად, დაპოსტვა ხომ ხდება "ფეისბუქზე"? აი, ჩვენმა ტექნიკურმა მენეჯერმა დაპოსტა ეს წერილი "ფეისბუქზე". საქართველოშია ახლა, კონკრეტული ადგილსამყოფელის თქმა მიჭირს, თბილისში არ არის, ალბათ ურეკში.

თქვენ უფლება გაქვთ, თქვენი ვერსია იქონიოთ, რა თქმა უნდა, მე არანაირი საფუძველი იმისა, რომ ვამტკიცო, რომ ეს არ ეკუთვნის მას შინაარსობრივად, აზრობრივად, გზანილებით, აქცენტებით, ამის საფუძველი არ შეიძლება, ბუნებაშიც კი არსებობდეს. 

როდესაც შენ ხარ ამოდენა საზოგადოებრივი მასშტაბის პიროვნება და ავტორიტეტი, ბუნებრივია, რომ შეიძლება, გიჩნდებოდეს სურვილი, რომ შენი პოზიცია გამოთქვა, მითუმეტეს, როცა შენდამი ინტერესი არის. რას ფიქრობ, როგორ აფასებ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.- ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

ვიქტორ ყიფიანი ასევე ივანიშვილის კელი დეგნანთან შეხვედრის თემასაც შეეხო. 

ამ წერილიდან ისევე გავიგე, როგორც თქვენ, რომ შედგა მათი შეხვედრა, კონკრეტული თარიღი იქნა მითითებული და შეხვედრის ხანგრძლივობა. სხვა რა ხდებოდა ამ შეხვედრისას, როგორი იყო, ვთქვათ, მისი მოსამზადებელი ეტაპი, შინაარსზე საუბარი, ჩემთვის უცნობია, - თქვა ყიფიანმა.  

ივანიშვილის ინტერესების დამცველმა ასევე, ვრცლად ისაუბრა Credit Suisse-თან არსებულ პრობლემაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქმეს მხოლოდ კომერციული საფუძველი არ აქვს. 

მე არ მგონია, რომ ამ დავის პოლიტიზირება იყო ჩვენი თვითმიზანი, ჩვენ მხოლოდ ვსაუბროდით იმ უაცნაუროიბებზე, რასაც ადგილი ჰქონდა ამ დავაში და დღესაც აქვს, რომ შეზღუდვები განპირობებულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით. ეს იყო ჩვენთვის პირველი სიგნალი და ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან უცნაური. შემდეგ თემა ჩაიშალა და ბოლოს ჩვენ მივიღეთ ევროპარლამენტიოს რეზოლუცია ძალიან უცნაური, ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი ჩანაწერი. აი, ასეთმა არათანმიმდევრობამ, უკეთ რომ ვთქვათ, უცნაურმა თანმიმდევრობამ ბანკსი მხრიდან გააჩინა ეჭვი და გააჩინა ვარაუდი, რომ აქ მხოლოდ ბიზნესზე არ არის საუბარი, აქ მხოლოდ კომერციაზე არ არის საუბარი, არამედ შეძილება იყოს სხვა ინტერესები ბიზნესის მიღმა, - ამბობს ადვოკატი. 

ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ მან საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა   

მსგავსი სიახლეები