არჩევნების გაყალბების სკანდალი - პროკურატურაში ნინო დოლიძე გამოკითხეს
არჩევნების გაყალბების საქმეზე გენერალურ პროკურატურას კიდევ ერთი ჩვენება აქვს - საგამოძიებო უწყებაში "სამართლიანი არჩევნების" დირექტორთან გასაუბრება დასრულდა.
ნინო დოლიძემ პროკურატურას ამომრჩევლის მოსყიდვის და შანტაჟის შესახებ იმ მტკიცებულებების შინაარსი გააცნო, რომელის მესამე სექტორს სოსო გოაგშვილმა გადასცა.
იყო პირველადი გასაუბრება პროკურატურაში იმ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გადავეცით და გამოვაქცეყნეთ.
ჩვენი ინფორმაციით, დისკის ნახვა ნამდვილად მოახერხეს. ჩვენი დღევანდელი საუბარი შეეხებოდა, როდის, როგორ და რა ფორმით გადმოგვეცა ჩვენ ეს მასალები. კონკრეტულად რა ინფორმაციასთან დაკავშირებით არის ეს. ცხადია, ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთ ხელთ არის იმ იმედით, რომ გამოძიება იქნება დაწყებული"- თქვა დოლიძემ.