"მეუფე იაკობმა გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება ჩემს ლიკვიდაციას ქისტი ,,ქილერის" საშუალებით გეგმავდა - გოგაშვილი

27.07.22 18:29
"მეუფე იაკობმა გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება ჩემს ლიკვიდაციას ქისტი ,,ქილერის" საშუალებით გეგმავდა - გოგაშვილი

სოსო გოგაშვილის მტკიცებით, ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა,  მისი ლიკვიდაციის გეგმის შესახებ გააფრთხილა. სუს-ის ყოფილი ბოსი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს და აღნიშნავს, რომ მასსა და მაღალ იერარქს შორის  საუბარი წელიწადნახევრის წინ შედგა. 

გოგაშვილის მტკიცებით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა  უთხრა, რომ მისი ლიკვიდაცია "ქისტ ქილერს" ჰქონდა დავალებული. 

"მინდა, შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც, რის შესახებაც თეამ შეცდომით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არამედ წელიწადნახევრის წინ. მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ ,"ქილერს" და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს "ქილერი" იმყოფებოდა პანკისში. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და ართქმა დასანანია", - წერს გოგაშვილი.

წერილი ვრცლად ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები