ჩხარტიშვილმა მითხრა, რომ მეუფე შიოს კანდიდატურა შეთანხმებული იყო უფროსთან - გოგაშვილის მორიგი სკანდალური განცხადება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი, ირწმუნება, რომ ФСБ-ს აგენტებს პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლების დავალება აქვთ.
ამ კონტექტსში სუს-ის მაღალჩინოსანი ახსენებს კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიანს, რომელთა საჩივრის საფუძველზე დააკავეს გოგაშვილი.
ვრცელ წერილში გოგაშვილი ვანო ჩხრტიშვილთან შეხვედრის აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება და ირწმუნება, რომ მეუფე შიოს კანდიდატურა ორივე მხარისთვის მისაღები იყო:
ჩემთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან - წერს სოსო გოგაშვილი