ედუარდ სააკაშვილი: "მამაჩემის ჩამოსვლა შეცდომა იყო"

28.07.22 11:00
ედუარდ სააკაშვილი: "მამაჩემის ჩამოსვლა შეცდომა იყო"

მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებას შეცდომად მიიჩნევს პრეზიდენტის შვილი. ედუარდ სააკაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ უნდა მოხდეს სააკაშვილის გამიჯვნა სამომავლოდ პოლიტიკისგან, რაც ხელისუფლებასაც კომპრომისებს გაუადვილებს.

ჩამოსვლამდე ის საუბრობდა, რომ მე ახლა ჩამოვალ, ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახალი აღმშენებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი, ანუ რეალურად ის ჩამოვიდა და მივიღეთ ეს კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რაც მე აქამდეც მითქვამს"- აცხადებს სააკაშვილის ვაჟი. 

მსგავსი სიახლეები