რელიგიის სააგენტოს მაღალჩინოსანმა მღვდელს დედა აგინა

28.07.22 11:16
რელიგიის სააგენტოს მაღალჩინოსანმა მღვდელს დედა აგინა

ანგლიკანური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი რელიგიის სააგენტოს მაღალჩინოსანს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თომა ლიპარტიანი "ტვ პირველთან" იხსენებს, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი, ავთანდილ კვერნაძე, მას ტელეფონით დაუკავშირდა და რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრა სთხოვა. 

ლიპარტიანის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც მან კვერნაძეს უთხრა, რომ შეხვედრაზე ის სასულიერო პირთან მივიდოდა, მაღალჩინოსანი გაღიზიანდა და დედა შეაგინა. 

"პირველები" კვერნაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან საკუთარი ვინაობა დამალა და თქვა, რომ ის ავთანდილ კვერნაძე არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები