სოსო გოგაშვილი პროვოკაციებს არ გამორიცხავს! - სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ადვოკატი ხვდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი, არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია განხორციელდეს.
გოგაშვილის განცხადებით, ეს შესაძლოა, მოხდეს მისი ბადრაგირების დროს. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის გზავნილი "ტვ პირველთან" ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ გამოიტანა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში ამ წუთებში ხვდება.
ამ ეტაპისთვის ნომერ მეთორმეტე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ძალიან კარგი, ნორმალური ურთიერთობა აქვს. ის ამ ეტაპისთვის აბსოლუტურად უსაფრთხიდ გრძნობს თავს, თუმცა ფიქრობს, რომ მომავალში მის წინააღმდეგ განხორციელდეს რაიმე სახის პროვოკაცია, თუნდაც ბადრაგირების დროს.
პირადად ჩემი პოზიციაა, რადგან საქმე არის რეზონანსული და ბატონი სოსო გოგაშვილის სტატუსიც ცნობილია, შესაძლებელია, მას ეს მოლოდინი გაუჩნდა და მათ შორის ალბათ, ამის საფუძველიც არსებობს.
რაც შეეხება ოჯახის წევრების უსაფრთხოებას, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონი იოსებიც ფიქრობს ამ საკითხზე"- აცხადებს რამაზ ჩინჩალაძე.