არა მგონია, იქ საუბარი სპორტის განვითარებაზე ყოფილიყო - ზარქუა ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრაზე
არა მგონია, იქ საუბარი სპორტის განვითარებაზე ყოფილიყო - მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა, ადასტურებს, რომ ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა ამერიკის ელჩის ინიციატივით შედგა და მასზე სავარაუდოდ, აქტუალურ პოლიტიკაზე იყო საუბარი.
საქართველოს ომში ჩართვა- ეს არ არის მმართველი პარტიის მიერ მოგონილი თემა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მათ შორის, შესაძლებელია, ყოფილიყო, მაგრამ მე ამას ვერ ვადასტურებ, არ ვესწრებოდი, არ ვიცი, ფაქტია, ქალბატონი ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა ეს შეხვედრა, თან 3 საათი გრძელდებოდა.
არა მგონია, აქ საუბარი ყოფილიყო რაღაც სპორტის განვითარებაზე.
ქვეყნის უსაფრთხოება თქვენთვის ვაჭრობის საგანია, ჩვენთვის არ არის. ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ, რომ ეს ქვეყანა ომში არ იყოს ჩართული. აქედან გამომდინარე, ის კითხვები, რაც არის დასმული, ყოველთვის უნდა იყოს პასუხგაცემული. - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ის, ვინც მეორე ფრონტზე ინფორმაციას ავრცელებს, რუსეთს ემსახურება - ამერიკის ელჩი მმართველ პარტიას ანტიდასავლური კამპანიის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს რაც შეიძლება, სწრაფად.
,,ოცნების" ხელისუფლება კი ნარატივს არ ცვლის, მმართველი პარტიის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ მისცა საბაბი, ესაუბრათ დასავლეთის შანტაჟზე და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეზე.