,,ოცნება" ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრის შინაარსის გასაჯაროვებას ითხოვს
,,ქართული ოცნება" ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრის დეტალების გასაჯაროვებას ითხოვენ.
უმრავლესობის დეპუტატი, რატი იონატამიშვილი, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის შეხვედრა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიტომაც, მისი შინაარსი უნდა გასაჯაროვდეს.
დღეს უკვე ვიცით, რომ ამ შეხვედრას არცთუ ისე დიდი ხნის წინ ადგილი ჰქონდა. მაგრამ არც ჩვენ და არც საზოგადოებამ არ იცის მისი შინაარსის შესახებ. ვფიქრობ, ეს შინაარსი საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისგან გამომდინარე. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებოდა კარგი, თუ შინაარსზეც გაკეთდებოდა გარკვეული განმარტებები"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.
პოლიტიკურ პარტიებში ვარაუდობენ რომ ივანიშვილი ელჩს ფარულად ემუქრება და თუ ფინანსურ პრობლემები ისევ შეექმნება, თავად ისაუბრებს შეხვედრაზე ისე, როგორც მას მოესურვება. ამერიკის ელჩი კი ამბობს, რომ დასავლეთს არასდროს ჰქონია მცდელობა, საქართველო ომში ჩართულიყო.