ივანიშვილი ამერიკასთან პირდაპირ დაპირიპირებაში შედის - დავით ჭიჭინაძე

28.07.22 15:38
ივანიშვილი ამერიკასთან პირდაპირ დაპირიპირებაში შედის - დავით ჭიჭინაძე

არაეთიკურია, როცა ერთი მხარე არ ლაპარაკობს შეხვედრაზე, ამაზე მეორე მხარემაც არ უნდა ილაპარაკოს- ,,ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ეთიკას უწუნებს.

ჭიჭინაძის შეფასებით, ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრომტაციაში შესვლას ცდილობს, რისი დადასტურებაცაა მისი ბოლო წერილი.

როცა ერთი მხარე პირდაპირ არ ლაპარაკობს შეხვედრის არსებობაზე, მეორე მხარემ ამაზე არ უნდა ილაპარაკოს - ეს უბრალოდ არაეთიკურია. 

იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომ კელი დეგნანი არ არის მარტო და მის გვერდით არის მთელი სახელმწიფო, ამიტომაც სახელმწიფო დეპოარტამენტისა და მთელი ამერიკის სახელით ლაპარაკობს, ზუსტად ამაზე პასუხი გამოუვიდა ბიძინა ივანიშვილს, რომ მას ელაპარაკება აშშ დეგნანის სახით, ანუ დეგნანი მას სთავაზობდა, საქართველოში ომი დაწყებულიყო. ასეთი რამ კი ჩვენ არავისგან მოგვისმენია, არც ამერიკელებისაგან, არც ევროპელებისგან. 

ასეთი ბრალდებების წაყენება, მე ვფიქრობ, არის პირდაპირ დაპირისპირებაში შესვლა შეერთებულ შტატებთან - განაცხადა ,,ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ

თავის ბოლო წერილში ბიძინა ივანიშვილმა სხვა საკითხებთან ერთად ამერიკის ელჩთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა კვლავ აქტუალურია. 

მსგავსი სიახლეები