ეს არის რუსული საქმე - გედევან ფოფხაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაზე

28.07.22 17:28
ეს არის რუსული საქმე - გედევან ფოფხაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაზე

ეს არის რუსული საქმე- ოპოზიციონერი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე, მიიჩნევს, რომ ე.წ. ,,ოცნების" ამბოხებული დეპუტატების მიერ დაარსებული ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა ანტიევროპული ძალა იქნება, რომელიც კრემლის ინტერესებს გაატარებს.

ეს არის რუსული საქმე, თუ ასეთ სახელს დაირქმევენ, ძალიან კარგად იქნება ასახული ის, რასაც ისინი აკეთებენ. ეს არის ჩვეულებრივად ანტიევროპული, დეზინფორმაციული მოძრაობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქმნის თავისი დღევანდელი საჭიროებიდან გამომდინარე. 

ეს ყველაფერი რომ ,,ქართულმა ოცნებამ" ილაპარაკოს და აკეთოს, ბმა არის ივანიშვილთან ძალიან მკვეთრი, ფაქტობრივად ბიძინა მათ კონკრეტულ დავალებებს აძლევს. 

ამ წერილის მომზადებაც და პირობებიც იყო სწორედ მისი ჩაწვეთებული - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

,,ოცნებიდან" წამოსულ დეპუტატებს-სუბარს, ყაველაშვილსა და ხუნდაძეს, დღეს გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. მათ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსეს. 

მსგავსი სიახლეები