მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - მესამე პრეზიდენტს გადასხმებს ვეღარ უკეთებენ

28.07.22 17:39
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - მესამე პრეზიდენტს გადასხმებს ვეღარ უკეთებენ

მიხეილ სააკაშვილს გადასხმებს ვეღარ უკეთებენ, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.  ეს განცხადება მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ეკა ხერხუულიძემ ,,ვივამედის" კლინიკასთან გააკეთა.

დღემდე სააკაშვილისთვის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება გადასხმებით ხდებოდა, თუმცა ახლა, ხერხეულიძის ინფორმაციით,  ესეც შეუძლებელია. 

მას დღის განმავლობაში 3-4 გადასხმა უკეთდება იმისთვის, რომ გამძლეობა ჰქონდეს კლინიკაში ყოფნის. დღეს მას არარ აქვს ამის უნარი იმიტომ, რომ ვენებს აღარ აქვს მიმღებლობა მედიკამენტების.

გადასხმის შეფერხება არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ძალიან სახიფათო ამბავი. ვფიქრობ, მთავარი თემა, რაზეც უნდა ვკონცენტრირდეთ, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება - განაცხადა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები