სხვის ფულზე დროს და ენერგიას 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი ხარჯავს, დეგნანის ადრესატები ისინი არიან - კობახიძე

28.07.22 17:51
სხვის ფულზე დროს და ენერგიას 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი ხარჯავს, დეგნანის ადრესატები ისინი არიან - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც "დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე". 

კობახიძის თქმით დეგნანის ადრესატი  300-ზე მეტი ევროპარლამენტარია: 

ამაზე დრო და ენერგია დახარჯა და დღემდე ხარჯავს ვინ -ეს არის 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას, რეზოლუცია მიუძღვნეს ამ თემას. ესენი არიან NGO-ები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. 

ასეთ დროს ბუნებრივია ჩვენც გვიწევს პასუხების გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მე მგონია, ამ მესიჯის ადრესატი არის სწორედ 308 ევროპარლამენტარი"- თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები