თქვენ არასურველი, დაუპატიჟებლი სტუმრები ხართ - ხმაური ლარის გაშვებ პუნქტთან
ხმაური ლარის გამშვებ პუნქტთან - რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას პოლიტიკოსები და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ.
თქვენ არასურველი, დაუპატიჟებლი სტუმრები ხართ - ეუბნებიან აქციის მონაწილეები რუსეთის მოქალაქეებს.
ლარსის გამშვებ პუნქტთან შეკრებილები მიმართვენ ,,ოცნების" ხელისუფლებას, მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებები, რათა აეკრძლოთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უძრავის ქონების შესყიდვა და ბიზნესის დაკანონება.
ქვეყანაში ხდება რუსეთის ეკონომიკური ოკუპაცია, რასაც ხელს უწყობს დღევანდელი ხელისუფლება. ისინი არანაირ ზომებს არ იღებენ იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას.
შესაბამისად, აქ მოსვლით ჩვენი პროტესტი დავაფიქსირეთ, რომ რამენაირად ხელისუფლებამ გამოიღვიძოს - აცხადებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე.