"ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ ისტორიას არ ახსოვს" - ანა დოლიძე "ოცნებას" აკრიტიკებს

29.07.22 11:25
"ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ ისტორიას არ ახსოვს" -  ანა დოლიძე "ოცნებას" აკრიტიკებს

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ყველაზე ცუდ დროსაც კი საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთზე "ოცნების" მსგავსი შტურმი და თავდასხმა არ განუხორციელებია. 

მაშინაც კი, როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია იყო გზაგასაყარზე, ეს არის ედუარდ შევარდნაძის წლები, თითქოსდა მაშინ მიდიოდა ფიქრი, დსთ, რუსეთი თუ დასავლეთიო, მსგავს თავდასხმადდ შეტევას დასავლეთის მიმართ ადგილი არ ჰქონია საერთოდ. ყველაზე ცუდ წლებშიც კი, მაშინაც კი იყო დიპლომატია და კეთილმეგობრული ურთიერთობა დასავლეთის მიმართ. ანუ ასეთ ფსკერი და ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ ისტორიას არ ახსოვს,  -  თქვა დოლიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, სულ უფრო აქტიურად ესხმიან თავს.  

მსგავსი სიახლეები