"ოცნება" ანტიდასავლური პროპაგანდის ავანგარდშია - არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" კვლევა

29.07.22 11:40
"ოცნება" ანტიდასავლური პროპაგანდის ავანგარდშია - არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" კვლევა

"ქართული ოცნება" ანტიდასავლური პროპაგანდის ავანგარდშია. ამის შესახებ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასი" წერს.  კვლევაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ყველაზე საშიშ ტენდენციად საქართველოს ომში ჩართვის თემა იქცა.

 ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ გზით სახელისუფლებო პარტია საზოგადოებაში ნიჰილზმსა და შიშს თესავს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ამბობენ, რომ თუ პრორუსული ძალების რიტორიკა, რომელსაც მმართველი გუნდი აღვივებს, არ დასრულდება, ქვეყანას ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება.

დღეს უკვე საქმე მივიდა იქამდე, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოექცნენ დანტიდასავლური, კერძოდ, ანტიევრიპული, ანტიამერიკული დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების ავანგარდში. ვხედავთ, რომ იშლება ახალი სამწუხარო ფურცელი, როდესაც უკვე მმართელი პარტიიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი სამწუხაროდ, უკვე არა ცალკეულ ამერიკლელ სენატორებს ან ევროპარლამენტარებს, რაც იმთავითვე საგანგაშო და სამწუხაროა, აამედ უკვე აშშ-ს მტავრობის სტრატეგიას აცხადებენ ლამის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაფრთხედ, - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები