1 მლნ ლარი ანაკლიის პორტის პროექტის კონსულტაციაში - ოპოზიცია "ოცნებას" ცრუ საქმიანობაში ადანაშაულებს

29.07.22 11:46
1 მლნ ლარი ანაკლიის პორტის პროექტის კონსულტაციაში - ოპოზიცია "ოცნებას" ცრუ საქმიანობაში ადანაშაულებს

ანაკლის პორტის პროექტის მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურებაში საქართველოს მთავრობა 1 მილიონს დახარჯავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გამარჯვებულმა კი ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს უნდა დაეხმაროს და მოუძებნოს კომპანია, რომელიც პორტს ააშენებს, რაც ცალკე კიდევ კოლოსალური თანხა დაჯდება.

ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები ხელისუფლებას ფულის ფლანგვაში ადანაშაულებენ.  მათი ნაწილი ამბობს, რომ მთავრობა ახლა ცრუ საქმიანობას ეწევა, რადგან ანაკლიიის პორტის მშენებლობის საშუალება მათ დიდი ხნის წინ ჰქონდათ, თუმცა ჩაშალეს. 

ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან თანხები გადახდილია, რაღაცა პროექტები კეთდება, ოღონდ ფაქტი არის ის, რომ ანაკლიის პორტი არ შენდება. ეს არის მოჩვენებითი მუშაობა, რომ მუშაობს მთავრობა და 2017 წლიდან ამზადებენ პროექტს. აგური აგურზე არ არის დადებული, არაფერი გაკეთებული არ არის და ვკარგავთ ძალიან ძვირფას დროს და ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ანაკლიის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ეს პროცესი იყო გამჭვირვალე და ვიცოდეთ, რომელი კომპანიები მუშაობენ ანაკლიის პროექტზე, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი და კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე. 

ხელისუფლების ოპოენენტები ასევე, არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები "ქართულ ოცნებასთან" და რუსეთთან დაახლოებულები იყვნენ.

ის, რაც მოხდა ანაკლიასთან დაკავშირებით, ეს არის დანაშაული და ამაზე პასუხს აგებს თვაის დროზე ყველაზე, ვინაიდან ქვეყნის რალატის ტოლფასი ქმედება ჩაიდინეს. ანაკლია უნდა დამთავრებულიყო ორი წლის წინ. არც ის არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში სადღაც პირდაპირ ან ირიბად რუსეტთანდ აკავშირებული კომპანიებიც შემოვიდეს. ერთმნიშვნელოვნად ითქვა მაშინ ჯერ კიდევ ამერიკის ვიცე პრეზიდენტის განცხადების დროს, რომ ანაკლიის პროექტი უნდა აასენოს დასავლურმა კაპიტალმა და კერძოდ, ამერიკული მონაწილეობით, მაგრამ ზუსტად ამის ჩაშალეს ეს პროექტი და გააგდეს ამერიკელი ინვესტორი, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. 

ანაკლიის პროექტი უკვე წლებია გაჩერებულია, თუმცა როგორც ცანს, ხელისუფლებამ მისი გაადხედვის გადაწყვეტილება მიიღო.  

მსგავსი სიახლეები