ეროვნული ბანკის ფარული გარიგება კომერციულ ბანკებთან - ,,გირჩი" კობა გვენეტაძის კონტროლს ითხოვს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევასა და კომერციულ ბანკებთან ფარულ გარიგებებში ადანაშაულებენ. "გირჩში" ამბობენ, რომ კობა გვენეტაძე უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და ამის დასადგენად საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.
ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ მძიმე ეკონომიკური მდგმარეობის ფონზე ეროვნული ბანკის პოლიტიკა მხოლოდ ბანკების გამდიდრებაზეა ორიენტირებული.
ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის იმგვარად აწყობილი, რომელიც მაქსიმალურად ხელს უწყობს საბანკო სექტორის განვითარებას, ოღონდ ეს არა უბრალოდ ჩვეულებრივი პოლიტიკის ამბავია, არამედ შეთანხმებული ქმედებები, რომლის ხარჯზე, მაგალითად, წინა წელს ჩვენი საბანკო სისტემა იყო პირველ ადგილზე მსოფლიოში მომგებიანობით, რაც უბრალოდ, წარმოუდგენელია, რომ იყოს იმის შედეგი, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულად განვითარებული ეკონომიკა გვაქვს. ეროვნული ბანკი, მარტივად რომ ვთქვათ, ფულს ბეჭდავს, აძლევს ბანკებს, ბანკები ამისგან დამატებით მოგებას იღებენ, ხოლო ჩვენ ვყიდულობთ პროდუქტებს, მომსახურებას უფრო ძვირად, - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.
კობა გვენეტაძესთან ბევრი სხვა შეკითხვა აქვს ოპოზიციის სხვა ნაწილსაც. რაც შეეხება "გირჩის" ინიციატივას, მათი თქმით, საკითხზე იმსჯელებნ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.