ქალბატონი ელჩი "ოცნებას" არ გულისხმობდა - მიხეილ სარჯველაძე დეგნანის კრიტიკაზე
"ქართული ოცნებაში" ფიქრობენ, რომ აშშ-ს ელჩის კრიტიკის ადრესატები თავად არ არიან. მმართელი გუნდის წევრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაფერს აკეთებს.
ამასთან, სარჯველაძე აღნიშნავს, რომ მცდარი აზრი ევროპაშიც არსებობს და მას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეწინააღმდეგება სჭირდება.
მე არ მგონია, ამ შემთხვევაში, რომ ქალბატონი ელჩი გულისხმობდა „ქართულ ოცნებას“. მგონია, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი, ნებისმიერი რეფორმა, ნებისმიერი თანამშრომლობა არის გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის, აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავების. არასდროს მიტქვამს, რომ დასავლეთს უნდა ომში ჩართვაო და ამას რომ მოგვაწერთ, ეს, რასაკვირველია, არასწორია. ვამბობდით, რომ ევროპაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ევროპა არ უდნა გაფართოვდეს. ახლა რა ქვანთ, არ შევეწინააღმდეგოთ ამას და არ ვაკრიტიკოთ ეს? არსებსობს, მე ამას გიხსნით, რომ ევროპაშიც შეიძლება არსებობეს მცდარი აზრები, ამ მცდარ აზრებს სჭირდება შეწინააღმდეგება, - ამბობს სარჯველაძე.
აშშ-ს ელჩი საქართველოში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი მონდომებული საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებს ჩამოაშოროს. ამის შესახებ კელი დეგნანმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მოკავშირეებისგან დაშორების ნებისმიერი მცდელობა ვიწრო ინტერესებს ემსახურება.