უნდობლობა ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და გაჭიანურებული დავები - აშშ-ს სახდეპის უმწვავესი დასკვნა

29.07.22 14:48
უნდობლობა ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და გაჭიანურებული დავები - აშშ-ს სახდეპის  უმწვავესი დასკვნა

დროში გაჭიანურებული სასამართლო დავები, სპეციალიზებული სასამართლოს არარსებობა და მზარდი უნდობლობა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე-  შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე კიდევ ერთ კრტიკულ ანგარიშს აქვეყნებს. 

უმწვავესი დასკვნა საინვესტიციო კლიმატზე მომზადდა, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაზე და გახმაურებულ საქმეებში პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებზეა საუბარი.

"არსებობს მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად ან დროული და კომპეტენტური გზით, ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში კი წლობით გრძელდება,"- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ასევე, საინვესტიციო გარემოს შეფასებისას  ჩავარდნილი პროექტების ჩამონათვალში  ნამახვანჰესის და ანაკლიის პორტის მშენებლობები მოხვდა.

მსგავსი სიახლეები