ფორმალური ზღვარი წაშლილია - პრემიერი სვანეთში აშშ-ს მაგინებელ დეპუტატებთან ერთად ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი სვანეთში ამერიკის ელჩის მაგინებელ დეპუტატებთან ერთად ჩავიდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ პრემიერთან ერთად სახალხო ზეიმზე სოზარ სუბარიც იმყოფებოდა.
ამის მიუხედავად, სოზარ სუბარი ირწმუნება, რომ სვანეთში პრემიერისგან დამოუკიდებლად ჩავიდა.
სვანეთში არ უნდა ვიყო ანუ მაგას მეუბნებით? მე ვარ სვანეთში და საქართველოშ სადაც მინდა, იქ ვიქნები. მე ვარ სვანეთში სვანეთობაზე ჩამოსული, პრემიერთან ერთად არ ჩამოვსულვარ. მე ჩამოვედი აქ, პრემიერი ჩამოვიდა გვიან და მე სვანეთშიც, ხევსურეთშიც, კახეთშიც, ქართლშიც, ვიქნები ყველგან, სადაც საქართველოა და სადაც საქარტელოს სჭირდება, - თქვა სუბარმა.
იმას, რომ სუბარი რეალურად" ოცნებიდან" ფორმალურად წავიდა, არც ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს. პრემიერი ისევ "დემოკრატიული" სტანდარტებით ამაყობს და ამბობს, რომ ყველას აქვს ულფება ისაუბროს ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევს.
სოზარ სუბარი არის სვანი კაცი და თავის მშობლიურ მხარეში, კუთხეში არსი ჩამოსული ბატონი სუბარი. ჩვენ ამ პროცესს, გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს არავითარ შეფერხებას არ სშვუქმნით. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ ამ დემოკრატიულ სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას და ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შემოიტანა ქვეყანაში, - განაცხადა ღარიბაშვილმა.