"ჩვენს ქვეყანას განსაცდელი ავარიდეთ" - პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ "ოცნებამ" საქართველოს რუსეთთან ომი ააცილა
პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ პროვოკაციების და პირდაპირი მოწოდებების მიუხედავად, "ოცნების" მთავრობამ საქართველოს ომი აარიდა. ამის შესახებ მან სვანეთში სახალხო ზეიმზე ყოფნისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე, ირწმუნება, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც სწორედ მათიმმართველობის შედეგია.
ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი, რომ იტყვიან, გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინანაში. ჩვენმა გუნდმა მთლიანად მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ, მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებებისა და პროვოკაციებისა, ჩვენმა გუნდმა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას შეიძლება დამმართნოდა - ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი გონივრული, ეროვნული პოლიტიკით მშვიდობა, სტაბილურობა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევითი. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ კითხვების დასმაში, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. მე ერთი მინდა ვთქვა, მე, როგორც მთავრობის მეთაური, ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთერთობა, რომელიც ჩვენს გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ, - განაცხადა პრემიერმა.